კომაროვის სკოლაში თემაზე: "ხელოვნური ინტელექტის აქტუალობა და მნიშვნელობა" საჯარო ლექცია ჩატარდა!
- 16 ნოემბერი, 2018
კომაროვის სკოლაში კლუბი KITE- ის ორგანიზებით (ხელმძღვანელები - სანდრო ამაღლობელი და არჩილ თოდუა) მორიგი საჯარო ლექცია ჩატარდა თემაზე: "ხელოვნური ინტელექტის აქტუალობა და მნიშვნელობა".
მოწვეული იყო ყოფილი წარმატებული კომაროველი სანდრო ლომაძე, რომელიც აღნიშნულ თემაზე თავისუფალ უნივერსიტეტში სალექციო კურსს კითხულობს.
კომაროვის სკოლა მადლობას უხდის სანდროს საინტერესო ლექციისათვის და კლუბ KITE-ს ლექციის ორგანიზებისთვის.